ახალი პროექტორი ნებისმიერ ზედაპირს სენსორულ ეკრანად აქცევს – Puppy Cube
Puppy Cube – ახალი კომპაქტური პროექტორია, რომელიც ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირს სენსორულ ეკრანად აქცევს, რომელსაც AnyTouch-ის ტექნოლოგიის წყალობით, შეხების 10 წერტილი გააჩნია.
პროექტის ავტორების თქმით, მოწყობილობის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებითაა შესაძლებელი. მაგალითად, დიასახლისები სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე მოახდენენ რეცეპტების პროეცირებას, ხოლო კონტენტის მართვას ეკრანის ნაცვლად, მაგიდაზე შეხებით მოახერხებენ. Puppy Cube ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა სფეროს მენეჯებისთვისაც, რომლებიც პროექტების პრეზენტირებას მცირე სივრცეებშიც შეეძლებენ. და რა თქმა უნდა, ტექნოლოგია ბავშვებსაც გაახარებთ, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ მისი მეშვეობით თამაშს.
მოწყობილობის ლაზერული სისტემა გამოსახულებას სხვადასხვა ზომებში პროეცირებს. ძირითადი ზომა 60-100სმ-ია დიაგონალზე, სტანდარტულ HD (720p) ფორმატში, საჭიროების შემთხვევაში კი გამოსახულების 250სმ-ზე (დიაგონალი) პროეცირება შეუძლია. შუქის ნაკადი 300 ლუმენს, ხოლო კონტრასტულობა – 600:1-ს შეადგენს.
პროექტორი აღჭურვილია რამდენიმე მოდულითა და პორტით, როგორებიცაა: Wi-Fi 802.11ac, Bluetooth 4.0, USB 3.0, HDMI 2.0 და მინი ჯეკი. გააჩნია მძლავრი ოთხბირთვიანი პროცესორი MStar 6A938, ოპერატიული – 4გბ და შიდა 32გბ-იანი მეხსიერება. აკუმულატორი 2.5 საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.
Puppy Cube-ის ფასი 1499$-ია.