fbpx

ტაქსების ფერები და მარკირების წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში


გააზიარე სტატია

 

ყველა განვითარებულ ქვეყანაში განვითარებულია ტაქსის ლიცენზირების სისტემაც. იმისთვის, რომ კომპანიამ ან მძღოლმა ტაქსის მართვის უფლება მოიპოვოს, მას საკმაოდ ბევრი პროცედურის გავლა უწევს. ზოგან მძღოლებს ამისთვის ენისა და ქალაქის ცოდნის ტესტების ჩაბარებასაც კი სთხოვენ. რაც შეეხება უშუალოდ ავტომობილების მარკირებას, ანუ ტაქსების გარეგნულ სახეს, ესეც სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში სხვადასხვანაირად რეგულირდება.

ესპანეთში ყველა  ქალაქი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ტაქსის ფერს. მადრიდში ტაქსები თეთრია – წინა კარზე წითელი დიაგონალური ზოლით. სევილიაში ეს ზოლი ყვითელია და უკანა კარზეა. ყველაზე განსხვავებული ამ მხრივ ბარსელონას შავ-ყვითელი ტაქსებია.

გერმანიის ქალაქებში ტაქსები კრემისფერია. ეს ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო იყო 2005 წლამდე. 2005 წელს კანონი გაუქმდა, თუმცა კრემისფერი დღემდე ტაქსის უნივერსალურ ფერად დარჩა და კომპანიებიც თავიანთი მანქანებისთვის მაინც ამ ფერს ამჯობინებენ.

ბუდაპეშტში 2013 წლიდან ტაქსის სავალდებულო ფერი ყვითელია.

ნიუ-იორკის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ყველასთვის ცნობილი ყვითელი ტაქსებია.  2013 წლიდან მათ მწვანე ფერის ტაქსებიც დაემატა. თუმცა მათ მგზავრების აყვანის უფლება მხოლოდ ქალაქის 5 მთავარი უბნის გარეთ აქვთ.

იტალიაში ტაქსის ფერი თეთრია, თუმცა მანამდე ყვითელი იყო. ამიტომ დღეს აქ ორივე ფერის ტაქსებს შეხვდებით.

„Black cab“ – ანუ შავი ტაქსი ლონდონის  ღირსშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის ფერზე აქ ოფიციალური რეგულაციები არ არსებობს, მათი უმეტესობა მაინც შავია.

ყველაზე ფერად ქუჩებს ბანგკოკში შეხვდებით. აქ ტაქსებს ფერად კანფეტებს ამსგავსებენ. ადგილობრივები კი სწორედ ამის მიხედვით ცნობენ მათ, რადგან ყველა კომპანიას თავისი ფერი აქვს.  თუმცა უპირატესობას ძირითადად ყვითელ-მწვანე მანქანებს ანიჭებენ, რადგან ეს კერძო ტაქსებია, რომელთა მძღოლებიც თავადვე არიან ავტომობილის მეპატრონეები. გარდა ამისა, 2008 წელს შემოვიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყველა ახალი ტაქსი ყვითელი უნდა იყოს.

პარიზში ტაქსის ფერი განსაზღვრული არ არის. თუმცა ლიცენზირებული ტაქსი შეგიძლიათ ამოიცნოთ ნიშანზე წარწერით „Taxi Parisien”,  რომელსაც ქვევით სამი პატარა ნათურა აქვს.

ამსტერდამშიც  სხვადასხვა ფერის ტაქსებს შეხვდებით. სავალდებულო მათთვის ლურჯი სანომრე ნიშნის ტარებაა.

ოფიციალური ფერი არც იაპონურ ტაქსებს აქვთ. ყველა კომპანიას თავისი დიზაინის მანქანა ჰყავს, თუმცა აქ ყურადღება მძღოლების ჩაცმულობას ექცევა. მათი დრესკოდი მოიცავს ქუდს და ხელთათმანებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა ლიცენზირებული (A კატეგორიის) ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს.

 

 


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან
ჟურნალმა Time-ის სია მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ პროექტებს, რომლებსაც არქიტექტურული გენია აერთიანებს და რომლებიც ყველასთვის თანაბრად საინტერესოა
2018 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სახელოვნებო რეზიდენციები ევროპაში

2018 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სახელოვნებო რეზიდენციები ევროპაში

2018 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სახელოვნებო რეზიდენციები ევროპაში
სხვადასხვა მედიებში მომუშავე დამწყებ არტისტებს გთავაზობთ ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ცენტრების ჩამონათვალს
ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა
ესტონეთის დედაქალაქი უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შემოღებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, ხოლო ქვეყნის მთავრობა ამ მოდელის მთელ ქვეყანაზე განვრცობას გეგმავს
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
მომავლის პროფესიების გაჩენას და არსებული საქმიანობების ადაპტირებას ერთის მხრივ ტექნოლოგიური პროგრესი განაპირობებს, მეორეს მხრივ კი ადამიანების ცხოვრების წესის ცვლილება და ამ ცვლილებებთან ადაპტირების საჭიროებები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.