53 დღის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანთა ინსტალაციები ამსტერდამს ფერებისა და სინათლის საგანძურად გადააქცევს. 2019 წლის ფესტივალი ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგია და ომი.
მოცემული უნიკალური ფოტოსერია ასახავს საბჭოთა ეპოქაში თბილისში განადგურებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს. სერიის მომზადებისთვის AT.ge მადლობას უხდის დეკანოზ ილია ჭიღლაძეს
Not a charity auction თბილისში ერთადერთი არასაქველმოქმედო აუქციონია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ხელოვნების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციას.
ერთი შეხედვით, ქარგვა და სვირინგი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვნების დარგებია, თუმცა მათ შორის საერთოც არსებობს - ორივეს შესასრულებლად ნემსია საჭირო
გამჭვირვალე მეჩეთი არტპროექტის, Paradise Has Many Gates-ის ნაწილს წარმოადგენს. Ajlan Gharem-ის პროექტი სილამაზის გარდა იმ იდეითაც გამოირჩევა, რომელიც მისი უნიკალური ხელოვნების უკან იმალება
დღეს "თბილისის ომის" დაწყებიდან 28 წელი გავიდა. გთავაზობთ ჟურნალისტ ირაკლი ორაგველიძის ფოტოსერიას, რომელიც მან ომის დასრულებისას, მთავრობის სახლისა და პირველი სკოლის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გადაიღო.
მზესუმზირებში ველოსიპედით სიარულიდან დაწყებული, ღამის ცის დაკვირვებით დამთავრებული - ირანელი მხატვრის ილუსტრაციები ვან გოგის ბუნების შეცნობის პროცესს გვიჩვენებს. რაც მთავარია, კარიკატურისტმა ვინსენტის სტილი შეინარჩუნა.
წარმოგიდგენთ შვედი ფოტოგრაფის, სტენ-ოკა სტენბერგის (Sten-Åke Stenberg) ფოტოებს, რომელიც ფოტოგრაფმა 1976 წელს საქართველოში გადაიღო. ვნახოთ, როგორი იყო საბჭოთა თბილისი კომუნისტური “უძრაობის ხანაში”.
ფემინისტი მწერლის - რებეკა ტრეისტერის აზრით, ქალის ასეთი იმიჯი ჩვენს ტვინებში კოდირებულია, როგორც სიმახინჯე. ამგვარი დემონიზაციის ერთ-ერთ მიზეზად კი დასავლური ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებს ასახელებს
ალექსეი კონდაკოვის ნეაპოლის პროექტი, რომელშიც კლასიკური პერსონაჟები თანამედროვე სცენებში არიან გამოსახული, გაფართოვდა და ახალი სახელწოდებით - "ღმერთების ყოველდღიური ცხოვრება" წარმოგვიდგა
ფოტოპროექტი „პლატფორმა“ ნიუ-იორკის მეტროს ბაქანზე მომლოდინე ადამიანებზე დაკვირვების შედეგია. ნამუშევრები კინოფირს ჰგავს, რომელსაც მეტროსადგურების არქიტექტურა კადრებად ყოფს და ნიუიორკელთა ყოველდღიურობას ფილმის ენაზე ასახავს.