საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა - 27 აპრილამდე - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ნახეთ თუ რას ითვალისწინებს ახალი წესები და როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ დაგჭირდათ სახლიდან გასვლა დაშვებული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების, ასევე სამედიცინო ან სხვა გადაუდებელი შემთხვევების დროს.
300 მეტრი სიგრძის ხიდი, რომელიც მდინარე მაგრაზე გადიოდა, ჩამოიშალა. ჩვეულებისამებრ გადატვირთული ხიდი პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, საბედნიეროდ, ცარიელი იყო.
ტაივანის, სამხრეთ კორეის, ისლანდიის, კანადისა და შვედეთის გვერდით გამოცემა Foreign Policy-მ საქართველოც იმ ქვეყნებს შორის მოიხსენია, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიას სამაგალითოდ უმკლავდებიან.
ჩინეთმა დამალა კოროვირუსის გავრცელების მასშტაბები თავის ქვეყანაში - აშშ სადაზვერვო წყაროებმა თეთრი სახლისთვის მომზადებულ საიდუმლო მოხსენებაში დაასკვნეს, რომ საქმე ეხება ორივე მონაცემს - ინფიცირებულთა რაოდენობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
სამსახურებიდან მასობრივი განთავისუფლების თავიდან არიდების მიზნით, დანიის მთავრობა დამქირავებლის ნაცვლად ხელფასის 90%-ს იმ დასაქმებულებს გადაუხდის, რომლებიც სახლში წავლენ და არ იმუშავებენ.