ტრიუმფალურ აწმყოდ იქცა საქართველოს ეროვნული გუნდის გამარჯვება ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდთან - საფრანგეთის ნაკრებთან, რომელმაც ქომაგებს 1962 წელს თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ დამარცხება შეახსენა...
სფერო არენაზე გამართულ ისტორიულ ღონისძიებაზე მიღებული კუთვნილი ქამრისა და მალევე UFC311-ზე დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვთან ქამრის დაცვას, დვალიშვილმა ნიუ ჯერსიში ამერიკელი სუპერვარსკვლავის, შონ ო’მალის ნინჯა ჩოუკით დამარცხება დაუმატა.
“ქართული ფეხბურთის ისტორიაში შესაძლოა ბევრი უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი ყოფილიყო - რა საჭიროა კამათი - მაგრამ კვარას გამოარჩევს ერთი ენით აღუწერელი უნარი, მის ფეხებს რომ თან დაჰყვება - წარმოუდგენლის რეალობად ქცევის უნარი”. - ტატო ჩანგელია
გასული კვირა იმდენად მრავლისმომცველი და ემოციურად დატვირთული იყო, რომ საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წლევანდელ შედეგებზე სალაპარაკო მომავალ დაპირისპირებებამდე არ გამოგველევა
გასული და მიმდინარე კვირა უმნიშვნელოვანესია ქართული სანაკრებო ფეხბურთისთვის, რადგან სულ მალე გახდება ცნობილი ჩვენი როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული გუნდების წლიური ნამოღვაწარის შესახებ და გულშემატკივრებსაც სრული სურათი გადაეშლებათ მათ წარსულსა თუ მომავალზე სამსჯელოდ
ჩემპიონთა ლიგის ტურნირი ეშხში შედის და თანდათანობით ავლენს იმ ეფექტს, რასაც მისი ახალი ფორმატის იდეის ავტორები ელოდნენ, რადგან ყოველ სათამაშო დღეს 3-4 ცენტრალური მატჩია, რომელთა შორისაც საყურებლად ფეხბურთის მოყვარულებს არჩევანის გაკეთება უწევთ
ნოემბერი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან სულ რაღაც ორიოდე კვირაში როგორც ეროვნულ, ისე 21 წლამდელთა ნაკრებებს სამომავლო სტრატეგიის განმსაზღვრელი გადამწყვეტი დაპირისპირებები ელით.
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღე „ბარსელონას“ და „რეალის“ ბენეფისად იქცა, როდესაც მათ შესაბამისად, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ დიდი ანგარიშებით - 4:1 და 5:2 გაანადგურეს
გასულ კვირას არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ანგარიშით 6:0 ბოლივია გაანადგურა, ლიონელ მესიმ კი ამ შეხვედრაში „ჰეთთრიკი“და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა
ალბანეთთან წაგება, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში გვემახსოვრება, რადგან გულშემატკივრებისთვის მატჩი ჯერ კიდევ დაწყებამდე გამოცანად იქცა გუნდის ტაქტიკური სქემის აშკარა უცნაურობიდან გამომდინარე