fbpx

2018 წლის 18 ყველაზე პოპულარული სტატია


გააზიარე სტატია


ყველაზე მეტად რა აინტერესებდა AT.ge-ს მკითხველს გასული წლის განმავლობაში? წლის ბოლოს, გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად ვნახოთ 2018 წლის 18 სტატიის რეიტინგი, რომლებიც მკითხველის ყველაზე დიდმა რაოდენობამ მოინახულა.

 

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

მდომარეობას ქართულ განათლების სისტემაში კარგად ასახავს ის შედეგები, რომლებსაც ქართველი ბავშვები მსოფლიო სატესტო რეიტინგებში უჩვენებენ. შეიძლება ვიკამათოთ სკოლის ფუნქციებზე, მაგრამ სავარაუდოდ, სკოლის მიზანი ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება უნდა იყოს, რთულია ოპტიმისტურად უყურო ქვეყნის მომავალს, რომლის ბავშების 70%-ს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს.

 


5 ქართველი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში

საქართველოდან ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად, მაგრამ მათგან შედარებით მცირე ნაწილი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას. ამ ადამიანების მიმართ ინტერესი კი At.ge-ს ათასობით მკითხველმა თავისი კლიკით გამოხატა.

 

ქალებისთვის განკუთვნილი პორნოგრაფია რეიტინგებში ლიდერობს

ნომერმა პირველმა პორნოგრაფიულმა ვებგვერდმა Pornhub ვიზიტორების შესახებ წლიურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დომინანტი ქალების პორნო ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადი იყო.

 

წინასწარ წაგებული „ნარკოტიკების ომი“ და მასში გადარჩენის გზები

წლის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური კრიზისი ამით დაიწყო – უცნობი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო გაზაფხულზე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ეს სტატია შეეხებოდა ნარკოტიკებთან ომის პერსპექტივებს თანამედროვე ქიმიის სამყაროში.

 

“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით

“შენი სახლი ჯიქიაზე”-ს შემქმნელებს გაუჩნდათ იდეა, რომ სადარბაზოები ყოფილიყო განსხვავებული და მათი მოხატვა გადაწყვიტეს, ამ ამბით კი ათასობით მკითხველი დაინტერესდა – როგორც ვიცით, სუფთა და მიმზიდველი სადარბაზოები ჩვენში დიდი იშვიათობაა.

 

ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის ბევრმა მაღაზიამ მოსაწევის მარაგი სრულად ამოწურა

ლეგალიზაციის საკითხი საქართველოში წლის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო და ზუსტად იმ დღეებში, როცა თბილისში კანაფის ექსპორტის წინააღმდეგ აქციები ეწყობოდა, კანადაში ლეგალიზაციის პირველსავე დღეს კომპანიებმა და სახელმწიფო ბიუჯეტმა სულ რამდენიმე საათში ათობით მილიონი დოლარი მიიღო.

 

მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს

უამრავი ადამიანი დაინტერესდა ახალგაზრდა ქართველი მსახიობის – ირაკლი კვირიკაძის ბედით, რომელმაც რიკარდო სპინოტისა და ვალენტინა დე ამიჩისის გადაღებულ ფილმ “Now is Everything”-ში ბრიტანელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად უნდა ითამაშოს.

 

აქცია და კონტრაქცია 50 ფოტოში: გიორგი მაჭავარიანი

რუსთაველის პროესპექტზე 12-14 მაისს გამართულ აქციას ბევრი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფი აშუქებდა. AT.ge-მ ერთ-ერთი მათგანის – ფოტოგრაფ გიო მაჭავარიანის ნამუშევრები შემოგთავაზათ.

 

გულრიფშის უნიკალურ სასახლეს 2 კვირის წინ განაჩენი გამოუტანეს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის კაბინეტმა ივნისში განიხილა გულრიფშში მდებარე ყოფილი ლენინის სახელობის პანსიონატის შენობების სახელმწიფო ბალანსიდან მოხსნის საკითხი. ეს სტატია ამ ისტორიული პანსიონატისა და შენობის წარსულსა და მომავალს შეეხებოდა.

 

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

შვეიცარელი ფოტოგრაფის – დენიელ შპერის ნოსტალგიური ინტერვიუ და ფოტოების კოლექცია, რომელმაც ათასობით ადამიანი ცოტახნით თავის ახალგაზრდობასა და ბავშვობაში დააბრუნა.

 

კანაფის ლეგალიზაციამ ეკონომიკას შესაძლოა 4 მილიარდამდე ლარი შემატოს

მთავრობის მიერ კანაფისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტის ინიციატივის გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე AT.ge-ს უკვე დათვლილი ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილების სავარაუდო ეკონომიკური შედეგები. ასერომ we did it before it was cool.

 

საბიუჯეტო ფლანგვის ენციკლოპედია – 10 „მჭამელი“ სააგენტო, ფონდი და ორგანიზაცია

სავარაუდოდ ბევრს გაგვჩენია აზრი, რომ ჩვენი გადასახადებით შეკოწიწებულ ბიუჯეტს მთავრობა, ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოდ განკარგავს და ამ სტატიის პოპულარობაც, შესაბამისად, მთავრობის პოპულარობის უკუპროპორციულია.

 

”დარღვეულია საქართველოში” – ერეკლე დეისაძის ”ხალხური“

დეისაძის ამ სიმღერის პრეზენტაციის გამო ბევრმა დაგვალაიქა, ზოგმა კი უბრალოდ გვაგინა, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალის გახსნის დღიდან, “ხალხური” ჯერ-ჯერობით ყველაზე პოპულარულია მუსიკის თემაზე ჩვენთან გამოქვეყნებულ პოსტებს შორის.

 

დემნა გვასალიას Vetements ჩვენება- პერსონალური და პოლიტიკური განაცხადი

დემნა გვასალია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია და არაა გასაკვირი, რომ მისი 2019 გაზაფხული ზაფხულის კოლექციამ, რომელიც პარიზში აჩვენეს და რომელიც ქართულ ნოსტალგიურ მოტივებზე იყო აგებული საქართველოში უდიდესი ყურადღება გამოიწვია.

 

ფასიანი და უფასო საზაფხულო ბანაკები მოზარდებისთვის

სტატიები ბავშვებთან დაკავშირებით ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს, რადგან ჩვენი ბავშვები თითქმის ყველას გვიყვარს და მათთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა – მათ შორის ზაფხულის ბანაკებიც.

 

საცობების გამო, მიუნხენის მკვიდრი სამსახურში ცურვით დადის

ქართველებისთვის და განსაკუთრებით – თბილისელებისთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდა მიუნხენის ერთი მკვიდრი, რომელსაც იმის შემდეგ, რაც ყელში ამოუვიდა ავტობუსით ან ველოსიპედით მგზავრობისას მიუნხენის საცობებში სიარული, გადაწყვიტა სამსახურამდე ცურვით ევლო.

 

გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს

გლდანის “კრიპტოვალუტის ქარხნის” დენის ქვითართან დაკავშირებით ამტყდარ აჟიოტაჟს AT.ge თავისი კალკულაციით გამოეხმაურა და ვარაუდის დონეზე გამოიანგარიშა ამ იდუმალებით მოცული ფულის მანქანის შემოსავლები.

 

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

ათასობით მკითხველი დაინტერესდა იმით, თუ როგორ შეიძლებოდა ჩენს ქვეყანაში ამ ჯერ კიდევ მკაცრად რეგულირებული მცენარის შინ გაზრდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში.

 


რეკომენდებული სტატიები
წლის ნომინაციები
Play Video

წლის ნომინაციები

წლის ნომინაციები
“წლის ნომინაციებში” წარმოგიდგენთ იმ  მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებმაც 2018 წელს სიახლე შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში და ჩვენი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს
10 საახალწლო - ანიმაცია

10 საახალწლო - ანიმაცია

10 საახალწლო - ანიმაცია
ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად გთავაზობთ 10 საახალწლო ანიმაციას, რომელიც გაგიფერადებთ დღესასწაულს და გაგიძლიერებთ ოჯახური სიმყუდროვის შეგრძნებას თქვენს პატარებთან ერთად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.