დილა მშვიდობისა!
გვინდა გაცნობოთ, რომ ლოს-ანჯელესში, ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კანდიდატი ფილმის - “შინდისის“ ჩვენებები დაიწყო. წარმატება ვუსურვოთ ქართულ ფილმს!
ნახეთ ფილმის "NOW IS EVERYTHING" -ის ტრეილერი, სადაც ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი ბრიტანელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობენ
დილა მშვიდობისა!
დღეს დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ ჰოლანდიაში ითარგმნა და გამოიცა ნანა ექვთიმიშვილის რომანი “მსხლების მინდორი”. გარდა ამისა, საქართველო ბოკუს დორის - ფრანგული კულინარიული გილდიის ოფიციალური წევრი გახდა.
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ ნიუ-ჯერსიში ქართველი არტისტების მონაწილეობით გამოფენა გაიმართება. გარდა ამისა, როგორც იქნა, დადგა ეს დღეც და Airbnb-ის ქართული ენა დაემატა.
ევროპის წლევანდელი წამყვანი ჩემპიონატების მესამედი გავლილია და უკვე გამოიკვეთა ის გარკვეული ტენდენციები, რომლებითაც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც თვით ტურნირები, ისე მათში მონაწილე ტოპ კლუბები. ნახეთ აჩიკო ბენაშვილის სტატია
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან კიდევ ერთხელ გაგახარებთ ქართველი ძიუდოისტი ქალების, მარიამ ჭანტურიასა და ეთერ ლიპარტელიანის დიდი წარმატების ამბებით — ორივე მათგანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.