Arab Image Foundation - ბეირუთული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ოჯახური ალბომებიდან შეკრებილი არქივში 500 ათასამდე ფოტოა თავმოყრილი. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ
რამდენიმე დღის წინ მექსიკის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს რადიო-შოუ El Bachiller-ის საცდელი გადაცემის ჩანაწერი, რომელიც დაახლოებით 1953-54 წლებშია გაკეთებული და რომელიც, სავარაუდოდ, მექსიკელი მხატვრის - ფრიდა კალოს ხმას ინახავს
კინოხელოვნების პირველ ნიმუშებზე საუბრისას, უმრავლესობას შავ-თეთრი გამოსახულებების ასოციაცია უჩნდება. სინამდვილეში, უძველესი ფილმების უმრავლესობა ფერადდებოდა, ტონები კი ისეთი უჩვეულო იყო, რომ სიურრეალისტურ ეფექტს ქმნიდა.
წიბახაშვილის წიგნი 90-იან წლებზე 250-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ თან ახლავს ესეებიც, რომელთა ავტორი ანა კორაია-სამადაშვილია. წიგნში შესული ფოტოების გამოფენა „ბარნოვის ხელოვნების სახლში“ 31 მაისს იხურება
Daniel Spehr წარმოგვიდგენს 1993 წელს საქართველოში გადაღებულ ფოტოებსა და უნიკალურ მოკლემეტრაჟიან ფილმს - 90-იანების თბილისის ჩვენთვის აქამდე უცნობი დოკუმენტური ვიდეოკადრებით.
იდეოლოგიური დამუშავების მიუხედავად, წამყვანი ქართული საბჭოთა გაზეთების საშუალებით მაინც შეიძლება ნაწილობრივ აღვიდგინოთ ქვეყანაში, და განსაკუთრებით კი - თბილისში განვითარებული მოვლენების სურათი რუსთაველზე მომხდარი ტრაგედიის დღეებში.
შირლი ბეიკერს ცნობილი ბრიტანული შოუს კულისები აინტერესებდა. ის შეუმჩნევლად აკვირდებოდა, თუ როგორ ემზადებოდნენ ცხოველები და მათი მფლობელები საპასუხისმგებლო გამოსვლისთვის.