23 დეკემბერს On The Road თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ სცენაზე, რომელიც მელიქიშვილის 20-ში მდებარეობს, ახალი ალბომის მხარდასაჭერ პირველ კონცერტს მართავს.
31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს დავით აღმაშენებლის 164 ნომერში მდებარე ძველი კინოსტუდია, პავილიონი „ადამი და ევა“, თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით, საახალწლო ჰიპ-ჰოპ კონცერტს მასპინძლობს.
„ადგილი“ არის პროექტი იძულებითი მიგრაციის შესახებ, რომელშიც შემქმნელები - ბელორუსი ქორეოგრაფები იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორც მილიონობით მიგრანტის რეალობის ახლებურად დანახვისა და გაზიარების საშუალებას.
2023 წლის “საჩუქარის” საფესტივალო თავგადასავალი 21 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება. გაიგAT იმ სპექტაკლების თუ საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების შესახებ, რომლებიც ფესტივალის წლევანდელ გამოშვებაში გელოდებათ
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სექტემბრის ბოლოს ბაჰრეინელი ხელოვანის, რაშიდ ალ ხალიფას უახლესი ინსტალაციების გამოფენა „პირველი სხივი“ გაიხსნება.
23 სექტემბრიდან 2024 წლის 30 მარტამდე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე (მარჯანიშვილის 7) წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში მცხოვრები მხატვრის - ვერა ფაღავას გამოფენას - „მდუმარე ქალაქებს“ მასპინძლობს.