მართალია, ბერლინის კინოფესტივალმა წელს ქებაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ჟიურიმ, რომელსაც ჯერემი აირონსი ხელმძღვანელობდა მოახერხა სიტუაციის შემობრუნება და საბოლოო ჯამში 70 წლის იუბილეზე ოქროს და ვერცხლის დათვები ნამდვილად ღირსეულ ფილმებზე, მსახიობებსა და რეჟისორებზე გადანაწილდა.