ბიზნესი
Mastercard-ისა და საფრანგეთის ტურიზმის სააგენტოს ექსკლუზიური შეთავაზებები ქართველი მომხმარებლებისთვის
Mastercard-მა, საგადახდო სექტორის გლობალურმა ლიდერმა და საფრანგეთის ტურიზმის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამ თანამშრომლობის უპირველესი მიზანი საფრანგეთში მოგზაურობისას საქართველოსა და სომხეთში გაცემული Mastercard World Black Edition-ის და Mastercard World Elite ბარათების მფლობელებისთვის ექსკლუზიური უპირატესობებისა და შეთავაზებების უზრუნველყოფაა.