თბილისში ყველაზე ცნობილი ორი ნუშის ხე, რომლებიც ერთმანეთს “ეჯიბრებიან”, რომელი გამოიტანს პირველ ყვავილს და კვირტებს, ვაკესა და საბურთალოზე, მზიურის პარკის ჩასასვლელთან და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დგას
რეჟისორს, მეცენატსა და ჩვენი დროის უდიდეს მსახიობს, საოცარ მორგან ფრიმანს კიდევ ერთი პროფესია დაემატა - იგი მეფუტკრე გახდა. თუმცა, ფრიმანი თაფლის შეგროვებას არ გეგმავს, რადგან არ უნდა ფუტკრები შეაწუხოს
არქიტექტორებმა “სახლი-ამფიბია” და მოტივტივე სოფლები ურბანულ დატბორვასთან საპასუხოდ დააპროექტეს. 21-ე საუკუნის წყალდიდობისთვის გამძლე არქიტექტურული პროექტები Roca London Gallery-ში 26 მაისამდე იქნება გამოფენილი
1974-დან 2014 წლამდე 66 სახეობის მონაცემების შედარებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრების მიერ რომელიმე ადგილის დაკავების ალბათობა ჩრდილოეთ ამერიკაში 46, ხოლო ევროპაში - 17%-ით შემცირდა
2019 წლის კვლევის თანახმად, პარიზში 83 500 ქუჩის ავტოსადგომია განთავსებული - ჰიდალგო კი მათგან 60 000-ის დახურვას გეგმავს. მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილები 72%-ით შემცირდება და სივრცე დაეთმობა ველოსიპედისტებსა და ქვეითებს.
ევროკავშირის კლიმატის სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში 2020 წლის იანვარი 2007 წელთან შედარებით 0.2ºC-ით, ხოლო 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 3.1°C-ით თბილი იყო
ლონდონში City Tree-ს სახელით ცნობილი სამი სტრუქტურა განათავსეს, რომლებიც ჰაერს ფილტრავენ. თითოეულ ასეთ “ხავსის კოშკურას” 275 ბუნებრივი ხის ეკვივალენტის ჰაერის გამწმენდი პოტენციალი გააჩნია
ლეანდრო ერლიხის მონუმენტური ინსტალაცია - სახელწოდებით Order of Importance წარმოდგენილია 66 რეალური ზომის სატვირთო და მსუბუქი მანქანების ფორმის ქვიშის ფიგურით