21 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიაში, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემის – „მესას“ – პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზაცია „პარიზის სამუზეუმო გაერთიანებამ“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის 14 მუზეუმს მოიცავს, გააქტიურა რარიტეტული გამოსახულებების ციფრული ონლაინ-არქივი, რომელშიც ათასობით მაღალი რეზოლუციის ფოტოს გადმოწერაა შესაძლებელი
2020 წელს მსოფლიოში ახალი სამუზეუმო და საგამოფენო ცენტრების გახსნა იგეგმება. დარგში მომუშავე სპეციალისტები ისეთი უჩვეულო სივრცეების ათვისებას აპირებენ, როგორებიცაა, მაგალითად, ყველის მწარმოებელი ქარხნის მიტოვებული შენობები და პარიზის სავაჭრო მოედნები.
გაეცანით - რა საგანმანათლებლო პროგრამებს გვთავაზობენ თბილისის მუზეუმები. ადრეული ასაკიდანვე ამგვარ შემეცნებით აქტივობებში ჩართვა ბავშვებს ეხმარება გაითავისონ ამ სივრცეების მნიშვნელობა.