დაჯილდოვება
„ევროპის ოქროს პაიკი“ - ახალი ქართული ინიციატივა მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში
31 ივლისს მონტე-კარლოში (მონაკო) ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე 2019 წლის ნოემბერში ევროპის საჭადრაკო სამყაროში ისტორიული მნიშვნელობის დაჯილდოების ცერემონიალის - „ევროპის ოქროს პაიკის“ დაარსების შესახებ გამოაცხადეს