საპროტესტო აქციები ჰონგ კონგში, ომი სირიაში და თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენები “ქოლგა თბილისი ფოტოს” 2020 წლის დაჯილდოების რამდენიმე მთავარი აქცენტია
წელს კვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო”, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. 19 წლის განმავლობაში პირველად, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge უმასპინძლებს.
"ევროვიზიის" კონკურსზე წელს საქართველოს მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარადგენს სიმღერით - „Take Me As I Am” - ქართველმა მაყურებელმა პროექტ „საქართველოს ვარსკვლავზე“ სწორედ თორნიკეს დაუჭირა მხარი.
ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მსახიობ ლევან გელბახიანს შვედეთის მთავარ კინოფესტივალ The Guldbagge Awards-ზე პრიზი გადაეცა.
2020 წლის სანდენსის კინოფესტივალი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება - პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორედ აქ უჩვენებენ მერაბ ნინიძის მონაწილეობით გადაღებულ ახალ ფილმს Ironbark.
კარს მოგვადგა წიგნის დღეები, რომელიც 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ტრადიციულად, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში. შესაბამისად ჩვენც, ფესტივალის კვალდაკვალ, რამდენიმე მნიშვნელოვან წიგნს რეკომენდაციას გავუწევთ.
ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ირინე ჟორდანიას ფილმი “მარქსის ქუჩა N12” ევროპის კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატად წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში