გასტრონომია
პური გულიანის ახალი, Express ფილიალი პირველ სტუმრებს დღეიდან მიიღებს
თბილისში ყველაზე გულიანი მასპინძლობის ადგილი "პური გულიანი" დღეიდან ახალ მისამართზეც დაიდებს ბინას. ზაარბრიუკენის ქუჩაზე მდებარე სახაბაზოსგან განსხვავებით, ახალ მისამართზე ბრენდი ქსელურად, ექსპრეს კონცეფციით განვითარდება, რაც რაც პურ-ფუნთუშეულის, გულსართიანების, დესერტების, ყავისა და სწრაფი წასახემსებელი ხაზის გაძლიერებას, ადგილიდან გატანის (Takeaway) და ადგილზე მიტანის (Delivery) მომსახურების წახალისებას გულისხმობს.