თბილისში ყველაზე მაღალ და სიმბოლურ ადგილას, მთაწმინდაზე, იქ, სადაც სატელევიზიო ანძა დგას, 1938 წლიდან ფუნქციონირებს რესტორანი “ფუნიკულიორი.” სამსართულიანი შენობა მას შემდეგ თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ბრაზილია, ჰონგ კონგი, მუმბაი, რუსეთი და სხვა ადგილები - აგვისტოში მომხდარი მოვლენები ფოტოჟურნალისტების ობიექტივში მოექცა. აქ თქვენ შეგიძლიათ ერთიანად გადაავლოთ თვალი გასული თვის მთავარი მოვლენების ამსახველ ფოტომასალას
ფიქრობთ, რომ თქვენი კულტურა სხვა ერების კულტურაზე უფრო აღმატებულია? ამ შეკითხვას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავებული პასუხები გასცეს, სიის პირველ სამეულში კი საქართველო მოხვდა.
თუ გსურთ სახლში ან ნებისმიერი დანიშნულების სივრცეში მყუდრო და ორიგინალური გარემო შექმნათ, ამისათვის ვინტაჟური ავეჯი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ყველას, ვისაც ავეჯის ყიდვა სურს, ამიერიდან საშუალება აქვს სასურველი ნივთები ერთ სივრცეში შეიძინოს - იქ, სადაც ყველაზე დიდი არჩევანია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბის გახსნით ისთ ფოინთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა საქართველოში
ომი ლიტერატურის საკუთრებაა. ეს დიდი ხნის წინ დადგინდა. იწყება და მთავრდება ომები, შემდეგ კი იქმნება ნაწარმოებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ. დღეს რამდენიმე მათგანს შეგახსენებთ.
სატელიტური ფოტოები გვიჩვენებს რუსული ოკუპაციის შედეგად 11 წლის განმავლობაში დიდი ლიახვის ხეობაში გამქრალ ქართულ სოფლებს. ესენია: თამარაშენი, ძარწემი, ქვემო და ზემო აჩაბეთი, ხეითი, ქემერტი, ქურთა და კეხვი, რომლებიც რუსულმა ოკუპაციამ მიწისგან აღგავა.
თუ მოგზაურობისას მხოლოდ სასტუმროში დარჩენის ვარიანტებს არ განიხილავთ, შეიძლება დაგაინტერესოთ ამ საკემპინგე ადგილებმა, სადაც აუცილებელი საცხოვრებელი პირობებიც გექნებათ და ბუნებასთანაც ახლოს იქნებით