2023 წლის 17 ნოემბერი სამუდამოდ შევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, როგორც მოულოდნელობებით აღსავსე ერთ-ერთი გამორჩეული დღე, რადგან სამხრეთამერიკულ დაპირისპირებებში ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები ერთსა და იმავე სათამაშო ტურში დამარცხდნენ.
„ადგილი“ არის პროექტი იძულებითი მიგრაციის შესახებ, რომელშიც შემქმნელები - ბელორუსი ქორეოგრაფები იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორც მილიონობით მიგრანტის რეალობის ახლებურად დანახვისა და გაზიარების საშუალებას.
20 ნოემბერს ჯგუფი Circus Mircus-ის სადებიუტო ალბომი - Furrore/Fiasco გამოვა. ალბომში 11 სიმღერაა შესული. ალმბომზე მუშაობის პროცესის შესახებ წაიკითხAT ინტერვიუ ნიკა კოჩაროვთან.
სანაკრებო პაუზამდე კლუბებმა შინაურ და საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეს. მომდევნო ერთი კვირის მანძილზე კი ფეხბურთელები უკვე თავ-თავიანთი ეროვნული გუნდების მაისურებით ეცდებიან წარმატების მიღწევას. სამწუხაროდ წარმატებული მდგომარეობიდან შორსაა საქართველოს ნაკრები
გრანდიოზული ლიტერატურული დღესასწაული, მკითხველისთვის საყვარელი „თბილისის წიგნის დღეები“ იწყება და მას, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 10, 11 და 12 ნოემბერს უმასპინძლებს
„ოქროს ბურთის“ ნებისმიერი გამოკითხვის მსგავსად, წლევანდელმა დაჯილდოების ცერემონიალმაც დიდი აჟიოტაჟის თანხლებით ჩაიარა და უკვე მერვედ, ლიონელ მესის ტრიუმფით აღინიშნა
6 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის“ დათუნა ალადაშვილისა და მარიანა აჩბას მონაწილეობით გაიმართება
2 და 4 ნოემბერს “საჩუქარი” აგრძელებს საფესტივალო საუბრების ტრადიციას - თბილისს ამჯერად ვენეციის ბიენალეს დირექტორი ჯანი ფორტე და საშემსრულებლო ხელოვნების კურატორი და საერთაშორისო პროდიუსერი - ლორენცო პაპაგლო ესტუმრებიან