ბათუმის ფოტოდღეები 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალი ახალი მთავარი თემითა და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება - სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საინტერესო გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს დაესწრონ
ენდი შვეტცი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩამოვიდა და აფხაზეთის ნანგრევებმა ის მაშინვე მოაჯადოვა. წელს ის აქ კვლავ დაბრუნდა და ამჯერად ახალი ფოტოპროექტი გადაიღო, რომელსაც AT.ge დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე გთავაზობთ.
ფოტოგრაფიის გავლენა კინემატოგრაფზე, რეჟისორების ხედვასა და ხელწერაზე აშკარაა. მაგალითად, სტენლი კუბრიკმა კარიერა პრესის ფოტოგრაფობიდან დაიწყო, მისი შთაგონების წყარო კი ამერიკელი ფოტოჟურნალისტის, არტურ ფელინგის, იგივე WeeGee-ის ნამუშევრები იყო.
ბეირუთის არქიტექტურა მრავალი ფოტოგრაფისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. ერთ-ერთი მათგანია ლიბანელი სერჟ ნაჯარი, რომელიც ფოტოგრაფიით საკმაოდ გვიან, იურისტად მუშაობის 20 წლისთავზე დაინტერესდა.
გთავაზობთ ფოტოებს "რუსთავი 2"-დან, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაა გადაღებული.
დღეს, სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
ავსტრიელი ფოტოგრაფი სტეფან დრაშანი ცნობილია იმით, რომ ცხოვრების უმეტეს ნაწილს მუზეუმებში ატარებს. ის ექსპონატების გარდა მუზეუმების დამთვალიერებლებითაც ინტერესდება.
ფრანგმა ფოტოგრაფმა შარლ რუმ გადაწყვიტა, რომ მისი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ვიზუალურად აღედგინა და გადაეღო ე.წ. კულინარიული ეპიზოდები. ამ ფოტოსერიას მან „გამოგონილი ტრაპეზი“ უწოდა
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურა, ზოგან ანომალიური სიცხე დაფიქსირდა. გთავაზობთ რამდენიმე ისტორიულ ფოტოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორც უმკლავდებოდნენ სიცხეს გასულ საუკუნეში ნიუ-იორკსა და ლონდონში.
იაპონელი ფოტოგრაფი მასაჰისა ფუკასე იმ ტიპის არტისტია, რომლის შემოქმედებაც სრულად ავტობიოგრაფიულია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოწიგნი „ყვავების მარტოობაა“, რომელიც ფოტოგრაფის შემოქმედებაში ცოლთან განშორების შედეგად შეიქმნა
შაბათს, პროტესტის მეათე დღეს, დემონსტრანტები “თავისუფალი მარშით” რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისაკენ მსვლელობას გეგმავენ. გთავაზობთ აქციის მონაწილეების ფოტოპორტრეტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გიორგი ყოლბაიამ გადაიღო