გერმანელებმა თავიანთი მიზანდასახულობით და გააზრებული ქმედებებით დანარჩენ წამყვან ევროპულ საფეხბურთო სამყაროსთან არა მარტო სპორტული, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს
ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განვლილ შაბათ-კვირას გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა. თანდათანობით მას სხვებიც შეუერთდებიან და ფეხბურთის მოყვარულებს თამაშებით უაღრესად დატვირთული ივნისი ელით
პანდემიის გავრცელებიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთი აქამდე გაუგონარი პრობლემების წინაშე დადგა. ფეხბურთის მომავლის წინასწარმეტყველება დღესდღეობით ისევ რთულია.
როგორი უნდა იყოს მისი ხვალინდელი დღე? დადგენილ ვადებში ჩატარდება თუ არა ევრო 2021? გამოვლინდება თუ არა მიმდინარე სეზონის ევროპის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? მაყურებლებს დაუშვებენ თუ არა ივნისში მატჩებზე?
როგორც ვხედავთ, საფეხბურთო რეალობაც ბურუსითაა მოცული. სამომავლოდ კი მას თვით კლუბებში ფეხბურთელების კონტრაქტებთან, მათ ხელფასებთან, სანაკრებო ვალდებულებებთან თუ შვებულებებთან დაკავშირებული უამრავი გაურკვეველი საკითხი დაემატება
ძნელია მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წაგებულ მატჩში გერმანელი სპეციალისტის დადანაშაულება, მაგრამ მწვრთნელთა დუელში გამარჯვებული ესპანელთა არგენტინელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე რომ გამოვიდა, ამაზე მატჩის შედეგი მეტყველებს